Sunday, June 29, 2014

მესამე დღის რეფლექსია

მესამე დღის რეფლექსია - გავეცანი ტექნოლოგიებს აქტივობებისა და კავშირების გამოსაყენებლად, გამოვაქვეყნე ბლოგზე ჩემი პროექტის იდეა და გავეცანი კომენტარებს, მეც შევქმენი გზავნილები. დავიწყე მუშაობა სასწავლო პროექტის გეგმის  შაბლონზე.

Saturday, June 28, 2014

პირველი მოდულის რეფლექსია




პირველი დღის რეფლექსია  -  გავიცანი ჯგუფის წევრები, გავეცანით პროექტის მიზნებსა და ამოცანებს, მოვიძიეთ რესურსები. გავეცანი პროექტის გეგმის შაბლონს. შევქმენი ჩემი პორტფოლიო, ბლოგი ვერ შევქმენი. დადებითი ემოციებით დატვირთული, ნაყოფიერი დღე იყო.


მეორე დღის რეფლექსია- გავიხსენეთ პირველი დღის მუშაობის შედეგი, ვიმუშავე პუბლიკაციის დიზაინზე. მოვახდინეთ იდეების გენერირება. შევქმენი პუბლიკაცია  მოფიქრებული იდეის შესაბამისად.

გავხსენი ახალი ფოსტა და შევქმენი ბლოგი. 


ჩემი პროექტის იდეა

    ვისწავლოთ  ქიმია პროექტების მეშვეობით


უამრავი საინტერესო, ზოგჯერ სასარგებლო და ზოგჯერ საზიანო მოვლენები ხდება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
როგორ მოვახდინოთ უარყოფითი ქიმიური პროცესების პრევენცია?
გიფიქრიათ, რომ შესაძლებელია ყოფაცხოვრებაში გამოსაყენებელ მეტალის ნაკეთობებს სიცოცხლე გავუხანგრძლივოთ?

ჩაერთეთ ჩვენი პროექტის - ,, ,,ავირიდოთ მეტალების კოროზია“ -მუშაობაში და გპირდებით შედეგი საინტერესო და საჭირო იქნება ფართო საზოგადოებისათვის.