Friday, July 18, 2014

მოსწავლის სავარაუდო ნიმუში

მერვე დღის რეფლექსია


განვიხილეთ მოდული 6- დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებებისათვის, შევავსე კითხვარი დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ, დავასრულე  პროექტის გეგმის შაბლონზე მუშაობა. ბლოგზე ავტვირთე პროექტის პორტფოლიო.

Thursday, July 17, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია


ვიმუშავე მოსწავლის ნაშრომის შეფასების კრიტერიუმებზე, შევქმენი პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა და განვათავსე პორტოლიოში. შევისწავლე გვერდების შექმნა ბლოგზე. შევქმენი სამი გვერდი და შევიტანე ინფორმაცია გვერდში-,,ჩემ შესახებ". ნაყოფიერი  დღე იყო.

სასწავლო პროცედურები


პროექტის დაწყებამდე სასკოლო საზოგადოებას  მიაწვდიან  პუბლიკაციას, სადაც  ზოგადად ჩანს პროექტის იდეა, მისი შესრულების  ამოცანები და პროექტზე მუშაობის  შესაძლო შედეგები. მოცემული პროექტი მოითხოვს ქიმიის,  ფიზიკის , ბიოლოგიის  კონკრეტული თემების ცოდნას.

პროექტის შესავალი:
მოსწავლეებს მიეცით დავალება: დააკვირდნენ ოჯახურ პირობებში მიმდინარე ფიზიკურ და ქიმიურ მოვლენებს.მოახდინონ კლასიფიკაცია . დააჯგუფონ ქიმიური მოვლენებიდან ქიმიური რეაქციები ტიპების მიედვით. გამოყონ  ჟანგვა -ადგენითი რეაქციები.ეს დავალება ორ მიზანს ემსახურება: დაკვირვებისა და მოვლენის სწორად შეფასების უნარების გავარჯიშებას და მასწავლებლისთვის ინფორმაციის მიწოდებაქიმიის პროექტისათვის მოსწავლეთა მზაობის შესახებ.  საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებს დამატებით კონსულტაციები მიეცემათ.აქ აუცილებელია კიდევ ერთხელ შემოწნდეს მოსწავლეთა ცოდნა ქიმიის კაბინეტში მუშაობის წესების შესახებ.

კოროზიის სწავლება:
მოსწავლეები  ცალკე გამოყოფენ  ჟანგვა-აღდგენით რეაქციებს,  მათ შორის განსაკუთრებული შესწავლის ობიექტები ხდება მეტალების და მათი ნაკეთობების ჟანგვა -აღდგენითი რეაქციები.
აქ  დაისმება პროექტის შეკითხვები:
1.რა  ტიპის რეაქციებს  მიეკუთვნება  კოროზია ?
3.რა  არის ელექტროქიმიური  კოროზია?
4.რომელი მეტალის ნაკეთობები გამოდის ხშირად მწყობრიდან და რატომ?
5.რა განსხვავებაა კოროზიასა და ეროზიას შორის?
მოსწავლეები აკეთებენ ჩანაწერებს , აღწერენ  მეტალების : რკინის , ალუმინის , სპილენძისა და თუთიის   და მათი შენადნობების  ნაკეთობების  ჟანგვა -აღდგენითი  რეაქციების მიმდინარეობის ნიშნებს და პირობებს.წერენ რეაქციის ტოლობებს და ელექტრონული ბალანსის მეთოდით პოულობენ კოეფიციენტებს. აღწერილ რეაქციებს ატარებენ ლაბორატორიულ პირობებში.

პროექტის ძირითადი ნაწილი:
მზადება ექსპერიმენტების ჩასატარებლად:
პროერტის მონაწილენი გაიყოფია ორ ჯგუფად .  ისინი  აირჩევენ - რკინა, სპილენძი/ალუმინი , თუთია- მეტალებს და მოემზადებიან  მათზე  ქიმიური და  ელექტროქიმიური  კოროზიის  რეაქციებიც ჩასატარებლად ლაბორატორიულ პირობებში.
ამისთვის კი უნდა მოიძიონ თეორიული რესურსები ექსპერიმენტის დასაგეგმად. ექსპერიმენტი უნდა დაიგეგმოს ისე , რომ  პასუხი გაეცეს კითხვებს:
1. რატომ  უნდა  ვიცოდე  კოროზიის შესახებ?
2. როგორ შემიძლია მოვახდინო ზეგავლენა ქიმიურ მოვლენებზე?
3.რა როლს ასრულებს კატალიზატორი და ინჰიბიტორი მეტალთა ჟანგვის პროცესში?
4. რა გავაკეთოთ იმისთვის,რომ დავიცვათ მეტალები და მათი ნაკეთობები  ბუნებრივ პირობებში კოროზიისგან?
შემდეგ მოიძიებენ/ ქმნიან  მატერიალურ რესურსებს  , ქიმიურ ჭურჭელს ხელსაწყოს ასაწყობად, ცდების ჩასატარებლად.
ექსპერიმენტები:
ჯგუფები აკეთებენ ცდებს რკინაზე ,ალუმინზე, სპილენძზე, თუთაზე ძლიერ და სუსტ მჟავა არეში, ნეიტრალურ და ტუტე არეში, ატარებენ ცდებს მოცემულ მეტალზე უფრო აქტიური  და ნაკლებად აქტიური  მეტალების თანაობისას, ატარებენ ცდებს მაღალ და დაბალ ტემპერატურაზე.
ცდების მსვლელობის დროს სარგებლობენ ქიმიური ელემენტების პერიოდული სისტემით, მეტალთა აქტივობის მწკრივით.ხსნადობის ტაბულით. აკეთებენ  დღიურებს/პორტფოლიოს თითეული ექსპერიმენტის  აღწერის შესახებ. საჭიროების შემთხვევაშ იმეორებენ ცდას, საბოლოო დასკვნის სიზუსტისათვის.
პროექტის მიმდინარეობისას ხდება ჯგუფებს შორის და  დაინტერესებულ პირებთან აზრთა გაცვლა- გამოცვლა და რჩევების გათვალისწინება. მოახდენენ ექსპერიმენტების ჩატარებისას წარმოშობილი ახალი გარემოებების მიზეზ-შედეგობრივი ასპექტების შესწავლას ,გაანალიზებას .

პროექტის დასასრული:
აქ პასუხი უნდა გაეცეს პროექტის კითხვებს:
1.როგორ ცვლის ბუნებრივი მოვლენები ადამიანის ცხოვრებას?
2. როგორ შემიძლია მოვახდინო ზეგავლენა ქიმიურ მოვლენებზე?

მოსწავლეები ამზადებენ საინფორმაციო ბუკლეტეს , მოსახლეობაში , სასკოლო საზოგადოებაში  გასავრცელებლად..

სადაც იქნება რჩევები აღნიშნული მეტალების შენახვისა და მოვლის შესახებ.

აწყობენ პრეზენტაციას სკოლაში ყველა დაინტერესებულ პირთათვის. პრეზენტაციას ექნება სლაიდ-შოუს სახე.

Tuesday, July 8, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

ვიმუშავე სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში შეფასების გეგმაზე. გავაკეთე შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი.
შევქმენი მასწავლებლის პრეზენტაცია, გამოვაქვეყნე  Google drive-ზე, ასევე ავტვირთე ბლოგზე. ძალიან საინტერესო და შინაარსიანი დღე იყო.

Friday, July 4, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია


შევიტანე კორექტირება პროექტის მიზნებსა და ამოცანებში. დავამთარე მეორე მოდულზე მუშაობა. ვიმუშავე მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე და განვათავსე ბლოგზე.